ამ დროის მონაცემებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სამველ მანუკიანი პირველივე ტურში იმარჯვებს

ამ დროის მონაცემებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სამველ მანუკიანი პირველივე ტურში იმარჯვებს

ცესკოს მიერ დათვლილი 90 უბნის მონაცემებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სამველ მანუკიანი იმარჯვებს.

მას ამ დროისთვის 63,29 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი, რომელმაც ხმების 17,9 % მიიღო, მესამე ადგილს კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იკავებს 9,76 %-ით.