რუსთავში 17 საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების 42,8% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა - 31,2%

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის 17 უბნიდან შემოვიდა შემაჯამებელი ოქმები.
17 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, წინასწარი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული ოცნება ლიდერობს.
ამომრჩეველთა ხმების 42,8% მიიღო "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ, 31,2% კი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძემ.
რუსთავში სულ 84 საარჩევნო უბანია.

























