აჭარაში 17:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 146 105 ამომრჩეველმა დააფიქსირა

აჭარაში 17:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 146 105 ამომრჩეველმა დააფიქსირა

აჭარაში, 17:00 საათის მონაცემებით, 146 105 ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

როგორც უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო უბნებზე სულ 23 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

უწყების ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა ბათუმში სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მაღალია.

ცნობისთვის, აჭარაში 300 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბათუმში კი 150 ათასამდე.