ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის მდივანმა "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" დამკვირვებლები გააძევა

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის მდივანმა "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" დამკვირვებლები გააძევა

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის მდივანმა ანარ მამიშოვმა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები გააძევა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ საარჩევნო პროცესს ხელი ეშლებოდა.

89-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე სამართალდამცავები კვლავ არიან მობილიზებული.