რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია

რუსთავში, საპარლამენტო არჩევნები დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების სიმრავლეა და რიგებია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა განუცხადა, რუსთავი-გარდაბნის 12-ე მაჟორიტარულ ოლქში, რუსთავის 84-ივე საარჩევნო უბანი და გარდაბანში 33 უბანი, დილის 8 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და კანონით განსაზღვრული ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 141 ათას ამომრჩეველზე მეტია.