31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და რამდენიმე ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება

31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და რამდენიმე ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება

31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.

ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).