არმაზ ახვლედიანი - ბათუმის მრავალფეროვნება საქართველოს წარმოუდგენელი სიმდიდრეა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ ხოლმე იმის განცდა, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან ,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
როგორ ახვლედიანმა აღნიშნა, ამ უხერხულობისა და უსამართლობის დასაძლევად საჭიროა რეალური, დემოკრატიული თვითმმართველობა, რაც თითოეულ ადამიანს აქცევს პირველხარისხოვან მოქალაქედ.
„ბათუმის მრავალფეროვნება საქართველოს წარმოუდგენელი სიმდიდრეა! ბათუმმა მოახერხა და ეს ტრადიცია, ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნა. ასეთ ყავის სურნელს, სომეხი რომ იტყვის, სომხური ყავააო, ბერძენი იტყვის, ჩვენიაო... მოკლედ, ასეთ მრავალფეროვნებას, ალბათ სხვაგან ვერსად ნახავთ.
მე, პირადად ყოველთვის მიქმნიდა და ახლაც მიქმნის უხერხულობას იმის განცდა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქ, ბათუმში და ყველგან საქართველოში, აქვთ ხოლმე განცდა იმისა, რომ არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები.
იქნებ უხერხულად ვთქვი, მაგრამ, მე მგონი, ეს არის ღია, შეუნიღბავი სიმართლე! სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს უხერხულობა, ეს უსამართლობა რომ დავძლიოთ, გვჭირდება რეალური, ნამდვილი, დემოკრატიული თვითმმართველობა ბათუმშიც, ქუთაისშიც.... დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს დროს, ყველა ჩვენ ვიქნებით პირველხარისხოვანი მოქალაქეები“,- განაცხადა ახვლედიანმა.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

























