ლაგოდეხში, "არქიმედეს კლინიკაში“ კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ლაგოდეხში, "არქიმედეს კლინიკაში“ კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაში" 70 წელს გადაცილებული კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს საავადმყოფოს დირექტორი.

ნიკოლოზ ყარალაშვილის თქმით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას covid-19 ის სიმპტომებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

მისივე განმარტებით, მას კორონავირუსის ინფექციასთან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ექიმების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.