რუსთავში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსთავში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და დღის ბოლოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 29 შეადგინა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს, 19 ინფიცირებულიდან ყველა, მანამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

დღეს სკოლის პედაგოგის "კოვიდ 19-ით" ინფიცირების გამო, რუსთავში სასწავლო პროცესი #7 საჯარო სკოლაში შეწყდა და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, გუშინ კი სასწავლო პროცესი შეწყვიტა #24 საჯარო სკოლამ, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.