ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 48 შემთხვევიდან, 22 გარდაბანში, 10 კი რუსთავში დაფიქსირდა

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 48 შემთხვევიდან, 22 გარდაბანში, 10 კი რუსთავში დაფიქსირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ განაცხადა, ლაბორატორიიდან მიღებული ტესტების პასუხების მიხედვით, თავდაპირველად 16 დაადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, დღის მეორე ნახევარში კი კოვიდადასტურებულ პირთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. გოგოლაძის ინფორმაციით, დღეს 72 ნიმუშია ლაბორატორიაში გაგზავნილი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, რომ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან „კოვიდ 19" 10 პირს დაუდასტურდა. მათგან ყველა ინფიცირებულ პირთან კონტაქტია და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

























