წალკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა

წალკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 65 წლის ქალია, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრალოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ის მკურნალობის 12-ე დღეს თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.
წალკის მუნიციპალიტეტში, დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 27 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2 გარდაიცვალა, 14 გამოჯანმრთელდა, 11 აქტიური შემთხვევიდან კი მკურნალობის კურსს 8 სახლში გადის.

























