ქვემო ქართლში ინფიცირების 89 შემთხვევიდან, 16 გარდაბანში დაფიქსირდა

ქვემო ქართლში ინფიცირების 89 შემთხვევიდან, 16 გარდაბანში დაფიქსირდა

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 89 შემთხვევიდან, 16 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ განუცხადა, მიმდინარეობს ეპიდკვლევა ინფიცირებულების კონტაქტების დადგენის მიზნით.

„გასულ დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გვქონდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დროულად მოხდეს კონტაქტების გამოვლენა და მათი კარანტინში ან თვითიზოლაციაში მოთავსება. ბოლო 24 საათში, 16 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეორე ტალღის პერიოდში, დღეისათვის სულ 190 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კოვიდინფიცირების, აქედან მხოლოდ 11 გამოჯანმრთელდა, თუმცა ამ დღეებში ველოდებით გამოჯანმრთელებულების რაოდენობის მატებას“, - განაცხადა მარინა გოგოლაძემ.