„საქართველოს მელიორაცია“ - სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000- მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
როგორც „საქართველოს მელიორაციაში“ აცხადებენ, აღდგენილი საირიგაციო არხით 5 სოფლის - ცხრამუხა, ქვიშხეთი, ოსიაური, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

























