ქვემო ქართლის გუბერნატორი - სამწუხაროა, რომ რეგიონში კოვიდინფიცირების შემთხვევები მატულობს, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია

რა თქმა უნდა მატულობს კოვიდინფიცირების შემთხვევები და სამწუხაროა, რომ მატულობს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით, სადაც გავრცელება არის, აბსოლუტურად კონტროლირებადია სიტუაცია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
,,სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლდება. სადაც არის შემთხვევები, დროულად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, კავშირების დადგენა, პირების თვითიზოლაციაში, კარანტინში გადაყვანა, სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა. ამას უნდა მოყვეს ისევ და ისევ, ის, რომ მოსახლეობამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია და ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 87-ს დაუდასტურდა.

























