კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რეგიონში საერთო ჯამში კორონავირუსისგან 6624 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა.

"კორონავირუსისგან სამი პაციენტი გარდაიცვალა, ისინი აჭარის სხვადასხვა კოვიდ კლინიკებში მკურნალობდნენ, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო",- აღნიშნეს უწყებაში.