ახალციხეში, კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხეში, კორპუსში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 5-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე 4 წუთში გამოცხადდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მისულ მაშველებს შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

























