ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 36 შემთხვევიდან 9 რუსთავში დაფიქსირდა

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევიდან 9 რუსთავში დაფიქსირდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს, 9 დადასტურებული შემთხვევიდან 7 ინფიცირებულთან კონტაქტია, 2-ის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
დღეისათვის რუსთვაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 330-მდეა გაზრდილი.

























