„ევროპული საქართველოს“ წევრი - ეს არის ჩვეულებრივად ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა „ქართული მარში“, პროპუტინური მოძრაობა

„ევროპული საქართველოს“ წევრი - ეს არის ჩვეულებრივად ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა „ქართული მარში“, პროპუტინური მოძრაობა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ბათლომე შელიას თქმით, ზუგდიდში, „ქართული მარშის“ წევრებმა მათ ულტიმატუმი წამოუყენეს და გიგი უგულავასთან შეხვედრა მოითხოვეს. მისი შეფასებით, ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა „ქართული მარში“, პროპუტინური მოძრაობა.

„ამ წუთებში მთავრდება იმ ულტიმატუმის დრო, რომელიც ბატონმა შიხიაშვილმა წამოგვიყენა, დაგვიბარა, რომ მოვა და გიგი უგულავა დავახვედროთ. პრაქტიკულად, დაანონსებული მოვარდნის ქრონიკა გვაქვს. ველოდებით, ალბათ, წუთი-წუთზე უნდა გამოჩნდნენ. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა „ქართული მარში“, პროპუტინური მოძრაობა. ყველაფერი გუშინ დაიწყო, განაცხადეს, რომ გიგი უგულავა და ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით მიმდინარე მოვლენებში ჩართული, თუნდაც მაყურებლის პოზიციიდან.

იმ ფონზე, რაც გუშინ ხდებოდა, ჟურნალისტები გიგი უგულავას პოზიციით იყვნენ დაინტერესებული, ხოლო ყოველი კომენტარის შემდეგ, მათი მხრიდან უზრდელური რეპლიკები ისმოდა, რომელიც ბოლოს შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამ ყველაფრის ფონზე, დღეს „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, შიხიაშვილისა და ბრეგაძის მეთაურობით, მოდიან ჩვენ ოფისში და გიგი უგულავასთან შეხვედრა სურთ, გვიყენებენ ულტიმატუმს“, - განაცხადა ბათლომე შელიამ, რომლის განცხადებასაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.