რატი იონათამიშვილის შეფასებით, გუშინ ოპოზიცია დანაშაულის ადგილას კეკლუცით იყო დაკავებული

რატი იონათამიშვილის შეფასებით, გუშინ ოპოზიცია დანაშაულის ადგილას კეკლუცით იყო დაკავებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის შეფასებით, გუშინ ოპოზიცია დანაშაულის ადგილას კეკლუცით იყო დაკავებული.

„საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა, თუ ვინ როგორ იქცეოდა. ჩვენი გუნდის მხრიდან ძალიან დიდი ხნის მანძილზე არც ერთი განცხადება არ გაკეთდა, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისაგან, რომლებიც დანაშაულის ადგილის ერთმანეთის მიყოლებით დადგნენ და ამ ფონზე კეკლუცობდნენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.