სოფელ მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით თანასოფლელმა მოკლა. მკვლელობას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

























