ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„საქართველოს ბანკში“ ამ დრომდე იმყოფებიან დანარჩენი მძევლები.
ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ, თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა.

























