აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 637 პირი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, აქედან 24 არასრულწლოვანი და 30 ორსულია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 637 პირი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, აქედან 24 არასრულწლოვანი და 30 ორსულია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 637 პირი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, აქედან 24 არასრულწლოვანი და 30 ორსულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 301 კოვიდდადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უწყების ცნობით, ჯამში აჭარაში გამოჯანმრთელებულია 5684 პაციენტი.

„დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა. რეანიმაციაში 84 პაციენტი არის მოთავსებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 11 პაციენტია. 56 თავისუფალი საწოლია კოვიდკლინიკებში, კოვიდსასტუმროებში - 1119 პაციენტია, აქედან 78 არასრულწლოვანი.

აჭარაში ბინაზე 1700-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან“,- აცხადებენ უწყებაში.