ბათუმში, „სათნოების სავანეს" 12 მობინადრე კორონავირუსით დაინფიცირდა

ბათუმში, „სათნოების სავანეს" 12 მობინადრე კორონავირუსით დაინფიცირდა

ბათუმში, „სათნოების სავანეს" 12 მობინადრე კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, სამი კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ცხრა კოვიდკარანტინში.

„120 ბინადარიდან 70-მა დაამარცხა კოვიდი, მათ შორის უხუცესი 87 წლისაა, შვიდი ხანდაზმული კი, გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მხოლოდ სამს დასჭირდა სტაციონარი. ჩვენ საკარანტინე პირობებში ვაგრძელებთ საქმიანობას“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.