ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 174 პაციენტიდან 40 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 174 პაციენტიდან 40 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 174 პაციენტიდან 40 რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 40 -დან 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„ზოგადი მდგომარეობა კლინიკაში პაციენტების არის სტაბილური, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ასევე, 10-ზე მეტი უსიმპტომო პაციენტი კარანტინში გაგრძელებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას. სამწუხაროდ, სამი პაციენტი გარდაიცვალა", - აცხადებს გია კიკაბიძე.