რუსთავში, მტკვარში მოზარდს ეძებენ

რუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ.
საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არიან ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























