აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 230 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 230 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 230 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აჭარში მკურნალობას Covid კლინიკებში 472 პაციენტი გადის, აქედან 14 არასრულწლივანი და 20 ორსულია.

"თავისუფალი საწოლები არის 6. Covid სასტუმროებში 903 პაციენტია, აქედან არასრულწლოვანი არის 93. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.