ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი გიორგი კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი გიორგი კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი გიორგი კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა.

უწყების ცნობით, მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში.

მაიორი ქვინთინ დოლი საქართველოში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.