თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ტესტირება სწორი ალგორითმით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 4000 სწრაფი ტესტის მარაგია.
„სწრაფი ტესტები უკვე არის ქვეყანაში. რამდენადაც ვიცი, 4000 სწრაფი ტესტი იყო სამი დღის წინ და ელოდებოდნენ უფრო და უფრო დიდ პარტიას. ყველაზე მეტი ტესტირება გაკეთებულია ისლანდიაში და სულ მოსახლეობის 4.75 % პროცენტი მოიცვეს, მეტი ვერა. სწორი ტესტირება ნიშნავს იმას, რომ თუ თბილისში მილიონ 200 000 ადამიანი ცხოვრობს, ყველას კი არ გაუკეთო ტესტირება, რასაც ვერ შეძლებ უბრალოდ, სწორი ტესტირება ნიშნავს იმას, რომ სწორად შერჩეული ალგორითმით და პრინციპით გამოარჩიო ამ მილიონ 200 000 თუნდაც ის 10 000 ადამიანი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს დაავადება და ის 10 000 გატესტო და ეს რომ ჩვენთან სწორად კეთდება, ამაზე მიუთითებს მონაცემები, რომელიც იმდენად მიუკერძოებელი და შეუვალია, რომ აქ ვერაფერს იზამ “,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.