საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

У парламента возобновилась акция протеста – Участники протеста перекрыли проспект Руставели
14.03.2025 / 21:31
14.03.2025 / 21:31

Возобновилась акция протеста у парламента. Протестующие перекрыли проспект Руставели.

1234567891011121314151617181920
Другие новости на сегодня
ანგარიში - აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას

საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა (2000 ლარი) 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას, შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი იმავე ოდენობის ჯარიმით (5000 ლარი) ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა, - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც აჯამებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ ხარვეზებსა და მის წინააღმდეგობებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა.

„2024 წლის 28 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას რეპრესიული კანონებისა და არაპროპორციული სანქციების შემოღება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროტესტის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება დაჩქარებული წესით. ცვლილებები შეეხო როგორც ცალკეულ სამართალდარღვევებსა და მათთვის გათვალისწინებულ სახდელებს, აგრეთვე საქმის უზრუნველყოფის ზომებთან (პირის გასინჯვა, დაკავება) დაკავშირებულ საკითხებს. ეს ცვლილებები პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ამ ცვლილებებამდეც ხარვეზიანი და პრობლემური იყო, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა,- აღნიშნულია ანგარიშში.

დეტალური ინფორმაცია ანგარიშის შესახებ იხილეთ ბმულზე.

რამაზ საყვარელიძე - სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2025
საწყობის ეფექტიანობის საიდუმლო - თანამედროვე საპალეტე თაროები
„ჯეოსთილი“ - ხარისხისა და მდგრადი განვითარების 15 წელი საქართველოში