“როიტერსი” - ბაგრამის ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი

“როიტერსი” - ბაგრამის ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის ხელისუფლებასა და ნატო-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა თავდამსხმელმა ბაზის სამხრეთ შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა, ხუთმა შეიარაღებულმა პირმა კი - ცეცხლი გახსნა.

ავღანეთში ნატო-ს მისიის ინფორმაციით, „თავდასხმა სწრაფად შეაჩერეს და მოიგერიეს“.

ინფორმაციისთვის, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მსუბუქად არიან დაშავებული.