ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2019

ლევან კობერიძე - “2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია”

ბაჩუკი ქარდავა - “ოცნებას” ახლა 5%-ზე მეტი რეიტინგი არ ექნება... მას მოუწევს პროპორციულ სისტემაზე დაბრუნება”

* * *

ლევან კობერიძე - “2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია”

"არსებობდა “ქართული ოცნების” დაპირება ყველა საზოგადოებრივი მონაწილის, საერთაშორისო პარტნიორისა თუ საზოგადოების წინაშე საჯაროდ გაცემული და არა მხოლოდ დაპირების თვალსაზრისით, არამედ დარწმუნების მხრივ, რომ ამ გზას ადგანან. ამ ყველაფრის ტყუილად გადაქცევის მხრივ პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”. ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურ მოძრაობასაც” კი მისცა მორალური უპირატესობა - ვამბობ იმ ძალაზე. რომელიც ჩემთვის მიუღებელია..." - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან კობერიძე: “2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია” / “ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულ არც ერთ აქციას არ შევუერთდები”.

“ოცნებამ” პროცესი შეიყვანა ჩიხში და რეალურად ჩვენ დღეს მივიღეთ ორპოლუსიანი სისტემა და ვხედავთ, რომ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” გადასული არიან ერთმანეთის მიმართ ბრძოლაში - ეს აქამდეც იყო, მაგრამ ხელისუფლებამ პროცესი შემოაბრუნა, პროცესი სხვაგვარად ვითარდებოდა, წარმოშობოდა ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირების პროცესი, პოლიტიკური ძალის ვექტორი აქეთ იყო მიმართული... არ გამოვრიცხავ, რომე ეს ორპოლუსიანობა შეგნებულადაც იყოს გაკეთებული იმისთვის, რომ ბოლომდე ჩაებღაუჭონ ხელისიფლებას. “ოცნებისგან” ჩვენ არანაირი ლოგიკური ახსნა არ მოგვისმენია, თუ რატომ უნდა შემობრუნებულიყო პროცესი უკან. “ნაციონალური მოძრაობა” და "ქართული ოცნება” დღესაც ერთად მართავენ ქვეყანას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებში ისევ ერთად გაიმარჯვონ ქართველ ხალხზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კობერიძე.

“აქციებს არ შევუერთდები, ჯერ ერთი პარლამენტში ვარ და იქ ვსაქმიანობ. მით უმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულ არანაირი აქციას არ შევუერთდები. ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივობას, ნემისმიერ ფორმას მივესალმები იმ დონემდე, სანამ ის კანონის ფარგლებს არ სცდება - თუ სახალხო მღელვარება არ არის, როდესაც შეიძლება კანონსაც კი გასცდეს. რასაც ახლა ვხედავთ ახალგაზრდების მხრიდან, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. “ქათული ოცნება” ასეთი ტიპის მოპყრობას იმსახურებს, თუმცა მივიჩნევ, რომ პარლამენტს მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს... ბოქლომების აქცია პროტესტის ფორმაა, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება და ის, რომ პარლამენტში არ შეუშვან დეპუტატები სხვა ტიპის ქმედებაა. თუ სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიჰყავთ საქმე, პირდაპირ თქვან და ნუ ეფარებიან გაერთიანებული ოპოზიციის შირმას -გამოვიდნენ და თქვან, რომ “ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობა”, ზუსტად ის, რაც ვიყავით და გვინდა სახელმწიფო გადატრიალება...” - დასძენს ლევან კობერიძე.

ბაჩუკი ქარდავა - “ოცნებას” ახლა 5%-ზე მეტი რეიტინგი არ ექნება... მას მოუწევს პროპორციულ სისტემაზე დაბრუნება”

“პროცესები, რაც თბილისის ქუჩებსა და საქართველოს მასშტაბით ხდება ნათლად მეტყველებს - ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა, მან ხელისუფლება უნდა დაუბრუნოს ქართველ ხალხს. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ლეგიტიმურობის ჩარჩოდან არის გასული. ხელისუფლება რომელიც მხოლოდ ძალას ეყრდნობა, ფაქტობრივად, არ არის ხალხის ხელისუფლება და ხალხის ნებას არ წარმოადგენს. ხელისუფლება აუცილებლად მივა ამ დასკვნამდე - სხვა ალტერნატივა და არჩევანი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. ეს ხელისუფლება გასტუმრებულია”, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბაჩუკი ქარდავა: “ოცნებას” ახლა 5%-ზე მეტი რეიტინგი არ ექნება” / მას მოუწევს პროპორციულ სისტემაზე დაბრუნება”.

“ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში მას ყველაფერი გაუვა - გაუვა პარლამენტის გაუქმება, გაუვა ის, რომ ქართველ ხალხს მოუწყობს გავრილოვის ღამეს, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, გაუვა ახალგაზრდობის დაჭერა და ციხეში გაშვება. ეს არავის გასვლია სამჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში და არც მას გაუვა... ხალხის განწყობა, სოციალური კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ “ქართული ოცნება” გაბანკროტებულია. სწორედ “ქართული ოცნების” კატასტროფული რეიტინგი ნახა ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ დაიხია უკან. ნახეთ ბიძინა ივანიშვილის პიროვნული რეიტინგი - ის ხალხს აშკარად სძულს. ამ გადაგდების შემდეგ, რაც უკან წაიღო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება, ახალი კვლევები რომ ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, “ოცნებას” 23% კი არა, 5%-იც არ ექნება. ხელისუფლება პოლიციელებისა და რობოკოპების ამარა დარჩა. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება და კიდევ ერთხელ შეეცდება ქართველის ხალხის "დათვლას", ეს პოლიცია მას არ გაჰყვება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბაჩუკი ქარდავა.

“ევროპის სხვადასხვა უწყებებთან შესახვედრად ჩვენგან რამდენიმე დელეგაციაა წასული... ევროპა ძალია პრინციპულია, ძალიან უარყოფითად არის შეფასებული ხალხის გადაგდება. ევროსაბჭო და ევროკავშირი ძალიან აქტიური დახდება ამ პროცესთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ პროპორციულ საატრჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას და ეს დაპირება შეასრულონ”, - დასძენს ქარდავა და შეკითხვაზე - “რამდენად წავა ამაზე ხელისუფლება?” - პასუხობს:

“მოუწევს. მას ეუბნებიან არა მხოლოდ პროპორციულთან დაკავშირებით შესარულოს დანაპირები, არამედ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზეც. ეს ხელისუფლება დასრულებულია. მას მხარდარმჭერი არა აქვს არც გარეთ და არც შიგნით”.