ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალები“, სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალები“, სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმშია გადაყვანილი. ამის შესახებ ბრძანება დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტმა იბრაგიმ გასეევმა გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას „სპუტნიკ-ოსეტია“ ავრცელებს.

ე.წ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ცნობით, „გადაყვანა განხორციელდა სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოების ოპერატიული მზაობის შესამოწმებლად სხვადასხვა პირობებში“.

გამოცემის ცნობით, ქვედანაყოფებისა და სამსახურების საბრძოლო პოლიგონზე დისლოცირება მოხდება, სადაც ისინი „საბრძოლო-სასწავლო ამოცანებს შეასრულებენ“.