სუს-ი „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებაზე - ეს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც საოკუპაციო ძალები მათ მიერ ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად იყენებენ

სუს-ი „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებაზე - ეს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც საოკუპაციო ძალები მათ მიერ ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად იყენებენ

მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად, - ასე პასუხობენ "ინტერპრესნიუსის" დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება.

„პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - აღნიშნავენ სუს-ში.

იხილეთ ვიდეო: სუს-ის პასუხი ცხინვალის ე.წ. "უშიშროების კომიტეტის" განცხადებაზე