სოფელ ატოცის მცხოვრებლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთების დამუშავება დღესაც გააგრძელეს

სოფელ ატოცის მცხოვრებლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთების დამუშავება დღესაც გააგრძელეს

სოფელ ატოცის მცხოვრებლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთების დამუშავება დღესაც გააგრძელეს.

„გუშინ, 4 ჰექტარი ფართობი დავამუშავეთ და მარცვლეულის დათესვაც მოვასწარით. ყველაზე ახლოს ჩემი ნაკვეთი მდებარეობს, ე.წ. საზღვართან 10 მეტრი აშორებს, თუმცა მიწის დამუშავების გადაწყვეტილება მაინც მივიღე. ბოლო რამდენიმე წელია ეს ტერიტორიები არ მოხნულა და არც მოსავალი მოგვიყვანია. წელს კი, გადავწყვიტეთ დაგვემუშავებინა. პოლიცია მიწის დამუშავების დროსაც აქ არის და დაპირება მივიღეთ, რომ მოსავლის აღებისასაც უზრუნვეყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას“, - განაცხადა ატოცში მცხოვრება იოსებ ზანაძემ.

ამასთან, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთების დამუშავების სურვილი სხვა მეპატრონეებმაც გამოთქვეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შედეგად 15 ჰექტარი მიწის ფართობი მოიხნა და მარცვლეული კულტურები დაითესა. დღეს, რამდენიმე ოჯახი გეგმავს სამუშაოების გაგრძელებას და მიწის დამუშავებას, უახლოეს დღეებში ხორბლის და ქერის დათესვას გეგმავენ. პოლიცია სხვა დროსაც უზრუნველყოფდა გამყოფ ხაზთან მდებარე ნაკვეთებში ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოდ მუშაობას და იგივე გრძელდება ახლაც. რამდენიმე დღეა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეუფერხებლად მუშაობს“, - განაცხადა „ინტეპრესნიუსთან“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.