სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

დღეს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

ჯგუფურ ეტაპზე სანდრო ბაზაძემ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, T16-ში თურქ მუჰამედ ანასიზის 15:3 სძლია, T8-ში არგენტინელ სტეფანო ლუკეტის 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი ენვერ ილდირიმი 15:11 დაამარცხა. ფინალში ბაზაძემ ბრიტანელ ჯეიმს ჰონეიბონის 15:8 სძლია.