კარდენახის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

კარდენახის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, კარდენახის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს, 11 სექტემბერს, 07:00 საათიდან 16:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება: სოფელ კარდენახს, სოფელ ბაკურციხეს და სოფელ კოლაგს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.