სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობა გააპროტესტა

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობა გააპროტესტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილობრივები დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ხელისუფლების სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობით ზიანი მიადგება ბუნებას, განადგურდება ფლორა და ფაუნა. ადგილობრივების თქმით, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ დაგვაზარალებს სიცოცხლით" - სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობა გააპროტესტა