ყვარლის მუნიციპალიტეტში მევენახეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ყურძნის ფასზე შეთანხმება ვერ შედგა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მევენახეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა დაასრულდა. სამსაათიანი მოლაპარაკების მიუხედავად, ყურძნის ფასის ცვლილებაზე შეთანხმება ვერ შედგა.
ადგილობრივებმა მთავრობის წევრებს სამდღიანი ვადა მისცეს და ერთ კილოგრამ ყურძენზე ფასის გაზრდის მიზნით, კომპანიებთთან შუამდგომლობა მოიხოვეს.
"ჩვეენ ვითხოვთ, მთავრობამ შუამდგომლიბა გაგვიწიოს ქარხნებთან რისთვისაც 2-3 დღეს ვაძლევთ. რქაწითელის ჯიშის კარგი ყურძენი 70 თეთრის ნაცვლად, მინიმუმ 1 ლარად ჩაიბარონ, ხოლო საფერავის ყურძენზე შარშანდელი ფასი,არანაკლებ 3 ლარი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ამ გამაფრთხილებელ აქციას არ დავჯერდებით და პროტესტს გავაგრძელებთ. მართალია, გვითხრეს, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატადება და რიგები არ იქნება, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა ფასის ზრდა“, - განაცხადა ფერმერმა თენგიზ დათუნაშვილმა.
ამასთან ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა,რომ ღვინის ქარხნების გახსნასთან და მოსალოდნელ რიგებთან დაკავშირებით,შეთანხმებას მიაღწიეს. რაც შეეხება ფასის ზრდის მოთხოვნას, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ამ რეგულაციებში ვერ ჩაერევა და საკითხს შეჯერებულად, ცენტრალურ მთარვობასთან განიხილავს.

























