გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ენერგომომარაგება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ, 6 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 09:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ გველეთში, დარიალსა და ლარსში, 08:00-დან 09:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები და ფიჭვიანი.
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: გუდაური, კობი, სეთურნი, ზანდუკი, ხევშა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, 13:00-დან 14:00 საათამდე კი, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























