გორში, მე-4 სკოლის სახურავის რეაბილიტაცია სწავლის დაწყებამდე დასრულდება

გორში, მე-4 სკოლის სახურავის რეაბილიტაცია სწავლის დაწყებამდე დასრულდება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 113 716 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „გრანდემი“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული კოჭები და წყალშემკრები სისტემა, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილებით მოეწყობა და სახურავი მოთუთიებული, გრაფირებული თუნუქით გადაიხურება.
გორის მერიის ინფორმაციით, მე-4 საჯარო სკოლის სახურავს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე არ ჩატარებია. სამსართულიანი შენობა გასული საუკუნის სამოციან წლებში აშენდა.
,,ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად ამორტიზირებული კოჭები და გადახურვის სხვა ელემენტები წლების განმავლობაში რიგ პრობლემებს ქმნიდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დაზიანებული სახურავის შედეგად გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























