სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილი ხდება, ხანძარი წუხელ საწვავის მიტანის დროს გაჩნდა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და სამეგრელოდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს.

























