კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ

კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ

კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, 4 სექტემბერს, კაჭრეთის გგს-ის მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიდან აცნობეს, 4 სექტემბერს 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება სოფ.კაჭრეთს, ზემო კაჭრეთს, სოფ. ნანიანს, სოფ. ჯიმითს, სოფ. ქოდალოს, სოფ. დარჩეთს და შპს ,,ჯორჯიან კაზ+’’-ს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.