ბათუმში პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ

ბათუმში ევროპის მოედანზე აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობს ლოზუნგით - „გახარია წადი“. შეკრებილები სამთავრობო ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელება "ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა".
"78-ე დღეა მიმდნარეობს აქცია "სირცხვილია" და ვითხოვთ გახარიას გადადგომას. ის პასუხიმგებელია 20 ივნისის ღამზე. დღეს კი გახარია ივანიშვილმა დააწინაურა. ადამიანები რომლებიც ძალაუფლებას ამეტებენ უნდა ისჯებოდნენ, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს. ეს სამთავრობო ცვლილებები არის სამარცხვინო, ხალხის სულში ჩაფურთხებაა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნონიაშვილმა.
აქციაზე მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და "ნაციონაური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. მათივე თქმით, 20 ივნისს ძალის გადამეტებისთვის გახარიამ პასუხი უნდა აგოს

























