საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

მარკ რუტე - უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია, თუმცა არ ყოფილა დაპირება, რომ ალიანსში გაწევრიანება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა
-99 წუთის წინ
16.04.2025 / 06:20

უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია და არაფერი შეცვლილა, მაგრამ არავინ დაჰპირებია უკრაინას, რომ ალიანსში გაწევრიანება

123456789101112
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას ტყუილით იწყებს

მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდელები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, ვითომ პოლიტიკაში შემოსვლას ლამობენ, პოპულარულები არიან და ერთი სული აქვს სახელმწიფოს გზები მოუჭრას პოლიტიკაში შემოსასვლელად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი თანხის ძალიან საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა, „ადამიანებმა სესხად გასცეს 17 მილიონამდე დოლარი ისე, რომ არ მოუთხოვიათ ამ თანხის უზრუნველყოფა“.

„წარმოიდგინეთ, რომ ეს სესხი დაბრუნდა მათ პირად ანგარიშებზე არაოფიციალურად, შემდეგ შეიქმნა ოფშორული კომპანია, სადაც ეს თანხა ისევ ჩაირიცხა. ასეთ საკითხებში მხილებული ადამიანი ამბობს, რომ მას უნდა პოლიტიკაში შემოსვლა და ეს იმიტომ ხდება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის, მაგრამ კავშირი არის აბსოლუტურად ღია და აშკარა ყველასთვის, რომ პოლიტიკით თუ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით ადამიანი ცდილობს თავი დაიცვას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკის თქმით, არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკას იწყებს და იწყებს ტყუილით, „თუნდაც კონსორციუმთან, თუნდაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით“.

„სახელმწიფოს არაერთი კითხვა აქვს კონსორციუმის საქმიანობაზე. შესთავაზეს კიდეც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კითხვებს ღია ეთერში გასცეს პასუხი. დასვამს ცქიტიშვილის უწყება ამ შეკითხვებს და გასცეს პასუხი თუ შეუძლია. ახლა ამას პასუხს ვერ სცემს, ჩვიდმეტი მილიონის აორთქლებაზე პასუხს ვერ სცემს და ამ მონაცემებით პოლიტიკაში შემოსვლა არ მგონია, წარმატების წინაპირობა იყოს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ბრიტანეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ვოლსკის თქმით, არსებობს საერთაშორისო კონვენცია და ქვეყნები ვალდებულები არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია.

„ბრიტანეთის მხარემ ჩვენ მხარეს გადმოსცა ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ. როცა ასეთი ტრანზაქციები ხდება, ეგეთივე ინფორმაციის გადაცემა რომ მოხდეს, საქართველოში ჩვენ ვალდებულები ვართ გადავცეთ შესაბამის ქვეყანას. დიდი ბრიტანეთი ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია გადმოსცეს საქართველოს. ჩვენ რომ მას შევუშალოთ მუშაობა, პოლიტიკაში შემოსვლა სწორედ ეს არის, ის რაც თავიდანვე ახასიათებს პოლიტიკურ ორგანიზაციას, თუკი ასეთი მართლა შეიქმნება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2025
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა
საოფისე და კომერციული სივრცეები საბურთალოს უნიკალურ ლოკაციაზე - ახალი ბიზნეს შესაძლებლობები პროექტში „სიმეტრია ჯიქია“