ყვარელში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ასევე დამატებითი ძალა.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
იხილეთ ვიდეო: ყვარელში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო

























