სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ წარდგენილი პროექტების მიღება დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ წარდგენილი პროექტების მიღება დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების მიღება დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს, იმის მიუხედავად, რომ მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტი წელს პირველად ხორციელდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო პროცესებში და შედეგად სოფლებიდან მთლიანობაში 91 საპროექტო წინადადება შემოვიდა.

„ამჟამად მიმდინარეობს ვერიფიკაციის პროცესი, რომელსაც სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო უძღვება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება მისცა მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.

პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით,”-აცხადებენ სიღნაღის მერიაში.