გორში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენი ჩაერთო

გორში, სოფელ საყავრეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მეხანძრე-მაშველების გარდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მობილიზებაც მოხდა.

























