ხელისუფლების წარმომადგენლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე, დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში სოფელ სვირის, სადგურ სვირის და ცხენთაროს მოსახლეობას შეხვდნენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიალოგის რეჟიმში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მათ სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძე მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ სიახლეებზე ესაუბრა, მათ შორის ახალ სამთავრობო ინიციატივაზე, რომელიც პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუვცელი ადამიანებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას 1 ლარად გულისხმობს.

მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც ყველა სახელისუფლო რგოლია ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.