ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ მაწიმთან ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ მაწიმთან ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწიმთან ხანძარია. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე რაიონის სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

როგორც ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დამწვარია ხეებიც, თუმცა ცეცხლი, ძირითადად, ხმელ ბალახს უკიდია. მისი თქმით, დამწვარია, დაახლოებით, 10 ჰექტრამდე ტერიტორია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

„ქარის მიუხედავად, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი, ძირითადად, ხმელ ბალახს მოედო. დამწვარია რამდენიმე ხეც. საბედნიეროდ, დაუსახლებელი ადგილია და არავინ დაშავებულა. ლაგოდეხთან ერთად, სხვა რაიონის მეხანძრე-მაშველებიც მუშაობენ," - აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.