ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მერმა ქუჩის აღმნიშვნელი ახალი აბრა დაამონტაჟა

ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მერმა ქუჩის აღმნიშვნელი ახალი აბრა დაამონტაჟა

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი სახელობის ქუჩაზე ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩის აღმნიშვნელი ახალი აბრა დაამონტაჟა. აღნიშნულ ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

ქუჩის აღმნიშვნელ ახალ აბრას სიმბოლურად საქართველოს რუკის ფორმა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებულ ქუჩას გიორგი ანწუხელიძის სახელი 2018 წლის 15 თებერვალს მიენიჭა.